წინამდებარე პირობები აწესრიგებს ურთიერთობას თქვენს (შემდეგ „მომხმარებელი“) და 
იმ „ივანე ყუთულაშვილი“-ს შორის (შემდგომში „onlinestore.ge“).  ვინაიდან კლიენტს აქვს სურვილი, იყიდოს onlinestore.ge ვებ-გვერდიდან  სხვადასხვა სახის პროდუქტი ან მომსახურება. პირობებზე, რომლის
საფუძველზეც მოხდება onlinestore.ge-ს  მომსახურებების კლიენტისათვის შეთავაზება და მიწოდება.

    ტერმინთა განმარტებები:

კლიენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელიც ანიჭებს უფლებას,
დაამუშავოს კლიენტის პერსონალური მონაცემები.
ოპერაცია – კლიენტის და “onlinestore.ge” სხვადსხვა ტიპის მომსახურება და პროდუქტი.
მხარე – “onlinestore.ge” ან კლიენტი;
მხარეები – “onlinestore.ge” და კლიენტი ერთობლივად; 
ოფერტი – “onlinestore.ge” მიერ საკუთარ ვებ.პორტალზე გამოქვეყნებული შეთავაზება კლიენტების მიმართ; 
პირობები – წინამდებარე პირობები; 
უნივერსალური იდენტიფიკატორები – “onlinestore.ge” მიერ კლიენტისათვის
მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი
რეგისტრირდება ცენტრალური იდენტიფიკაციის სისტემაში და რომელთა
საშუალებით შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს “onlinestore.ge”რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და პროდუქტით;
ტრანზაქცია – ნიშნავს საბანკო ან/და სხვა ფულადი სახსრების გადარიცხვას
“onlinestore.ge

    1. მომსახურების მოცულობა

1.1. მომხმარებელი ვალდებულია, onlinestore.ge-ს სერვისების გამოყენებისას თავად უზრუნველყოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის დაცვა, რომელშიც იგი აღნიშნული სერვისების გამოყენების დროს იმყოფება.
1.2. მომხმარებელი ადასტურებს და ეთანხმება, რომ სავაჭრო ტრანზაქციების
დასრულებისას, ის ვაჭრობს სხვა მომხმარებლებთან, ხოლო onlinestore.ge მოქმედებს, როგორც შუამავალი მსგავს შეთანხმებებში და არა როგორც კონტრაგენტი.

      2. მომხმარებლის უფლებები და ვადებულებები

2.1. მომხმარებელს ეკრძალება, გამოიყენოს საიტის მომსახურება კრიმინალური
ქმედებებისათვის, ისეთის, როგორიცაა: ფულის გათეთრება, აზარტული თამაშები, არალეგალური ოპერაციები, ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსება ან ჰაკერობა ბოროტი განზრახვით და სხვა.

      3. მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

3.1. ანგარიშის რეგისტრაციისას მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას მასზედ, რომ:
გაეცნო სერვისის მოხმარების წესებს;
არის მინიმუმ 18 წლის და აქვს უფლება დაეთანხმოს ზემოაღნიშნულ პირობებს და იყოს მონაწილე აღნიშნული გარიგებისა;
3.2. მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ განხორციელებული ოპერაციები არის კარგად გააზრებული და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

     4. onlinestore.ge -ს უფლებები და ვალდებულებები

4.1. onlinestore.ge იტოვებს უფლებას, შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიშის აქტივობა და დაბლოკოს ანგარიშზე არსებული ინფორმაცია. თუ მომხმარებელი არ შეასრულებს ან/და დაარღვევს წინამდებარე პირობებს;
4.2. onlinestore.ge პასუხს არ აგებს ნებისმიერი პირდაპირი და ირიბი ზიანისათვის,
რომელსაც მიაყენებთ თქვენს მიერ შეძენილ “პროდუქტს/სერვის”;
4.3. თაღლითობის შემთხვევის გამოვლენისას onlinestore.ge ვალდებულია, ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სახელები, მისამართები და სხვა გამოთხოვილი ინფორმაცია გადასცეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საგამოძიებო ორგანოებს;

    5. onlinestore.ge -ს განცხადებები და გარანტიები

5.1. პლატფორმაზე განხორციელებული ნებისმიერი დავალება ყიდვის თაობაზე უნდა განხორციელდეს სრულიად გამჭირვალედ, ისე რომ მყიდველის და გამყიდველის ვინაობა იყოს ცნობილი. პროდუქტის/მომსახურების ღირებულება განისაზღვრება გამყიდველის მიერ შესრულებული დავალებების, პლატფორმაზე არსებული ფასების შესაბამისად, ტრანზაქციისთვის საჭირო საკომისიოს ჩათვლით.

    6. ინტელექტუალური საკუთრების უფლება

6.1. მოცემულ საიტზე არსებული კონტენტი წარმოადგენს onlinestore.ge-ს საკუთრებას.

     7. ტრანზაქციები

7.1. მომხარებელი თანხმობას აცხადებს, რომ მისი შეკვეთა შესრულდება მხოლოდ სათანადო შემოწმების შემდეგ, ესმის და ეთანხმება შეკვეთის შინაარსსა და შესაძლო შედეგებს. მომხარემებლი აცნობიერებს, რომ შეკვეთის შესრულების შემდეგ ტრანზაქცია არ შეიძლება, გაუქმდეს;
7.2. შეკვეთების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა იცვლება თითოეული სავაჭრო წყვილისთვის და მისი ნახვა შესაძლოა სავაჭრო გვერდზე შეკვეთის განთავსების შემდეგ;
7.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აღმოაჩენს საკუთარ ანგარიშზე რაიმე
ტრანზაქციას, უცნობ შეკვეთებს, ან/და საშუალებების გატანას, რაც მის მიერ არ იყო შესრულებული, იგი ვალდებულია, დაუყონებლივ აცნობოს აღნიშნული onlinestore.ge-ს და შემდგომში მიყვეს onlinestore.ge -ს ინსტრუქციებს. სხვა შემთხვევაში onlinestore.ge უფლებამოსილია, გამოძიების დასრულებამდე გაყინოს მომხმარებლის ანგარიში;

ტრანზაქციის საფასური
8.1. მომხმარებელი ეთანხმება გადაუხადოს onlinestore.ge-ს საკომისიო ყოველი ტრანზაქციისთვის. 
8.2. ვაჭრობის დაწყებამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს ტრანზაქციის საფასურის
8.3.  არაელექტრონული ფორმით ხელშეკრულების გაფორმების შეთხვევაში მომსახურების ტარიფები შესაძლოა შეიცვალოს და არ ემთხვეოდეს წინამდებარე მომსახურების პირობების 8.2 პუნქტში მითითებულ ტარიფებს. 
8.4. ტრანზაქციის საფასური, სხვა გადასახადები ან/და გადასახადის გადახდის პროცედურა შეიძლება შეიცვალოს/გადაიხედოს onlinestore.ge-ს  მიერ ცალმხრივად, მსგავსი ცვლილებები ძალაში შედის მათი საიტზე გამოქვეყნების მომენტისთანავე.